Monday, December 10, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება: ,,ტყე და წყარო შველის“



პროექტის  მთავარი იდეა: იდეა (თემა) განისაზღვრა მოსწავლეთა მიერ რეალური, აქტუალური პრობლემის მიხედვით.

პროექტის აქტუალობა (მნიშვნელობა): პროექტის შედეგად მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. გამოუმუშავდებათ   მშვენიერების აღქმის, სილამაზით ტკბობის უნარი, ბუნების სიყვარულის, მზრუნველობის უნარ-ჩვევები.

მიზნები და შედეგები: ბუნების სიყვარულის     გაზრდა, მათი მონაწილეობა ამ საშვილიშვილო საქმეში, გაიგებენ  და გაიაზრებენ რომ მცენარეული საფარის არარსებობა იწვევს სერიოზულ ეკოლოგიურ კატასტროფებს, რომ ტყე იცავს დედამიწას გამოფიტვისაგან. გაიგებენ რომ მათ მიერ დარგული მცენარეები გააფხვიერებენ ნიადაგს, რომ მწვანე საფარიან ზოლში მიწა უფრო ნაყოფიერია, ეს კი ხელს უწყობს  კარგი მოსავლის მოწვევას, რომ    მცენარეები    წარმოადგენენ უამრავი ფრინველის და ცხოველის თავშესაფარს, რომ მათი პროექტით კარგი და სასარგებლო საქმე გაკეთდება. სკოლის ეზოში დაირგვება რამდენიმე მცენარე.  
          
საგანი და პროცედურები: მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების ცხრილის მიხედვით.

წინასწარი ცოდნა: რა სარგებლობა მოაქვს მცენარეებს დედამიწაზე, წაკითხული და მოსმენილი აქვთ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიმართვა გამწვანებასთან დაკავშირებით.

სასწავლო მასალა და რესურსი: სხვადასხვა სახეობის ნერგი, საჭირო სამუშაო იარაღები.

პროექტის მსვლელობა:

1) ვაცნობ ბავშვებს რომელ მცენარეს ვრგავთ.
2) ვახდენთ ჯგუფში მოვალეობების გადანაწილებას, ვინ, როდის , რას გააკეთებს?
3) იწყება სამუშაო პროცესი.
4) პროდუქტის პრეზენტაცია.
5) პროექტის შემაჯამებელი შეფასება.   
                                                        
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება.

პროექტის ხელმძღვანელი: მ. ჯახუტაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: jaxutashvilimanana@gmail.com